Accessibility links

logo-print

ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს მისი ერთ-ერთი გავლენიანი წევრი


ჩინეთში კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს მისი ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ბო სილაი. შედეგად გზას გაეხსნა მის გასამართლებას ბრალდებებით, რომელთა შორისაც არის ბო სილაის ქმედება მისი მეუღლის მიერ ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში. ბო სილაის გარიცხვა გადაწყდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დახურულ სხდომაზე - ბოლო შეკრებაზე პარტიის ყრილობადე, რომელიც ხუთშაბათს იწყება. მოსალოდნელია, რომ ყრილობის მსვლელობაში, პარტიის ლიდერი ჰუ ძინტაო თავის პოსტს გადააბარებს ვიცეპრეზიდენტ სი ძინპინს. ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომამ ოთხი დღე გასტანა და კვირას დასრულდა.
XS
SM
MD
LG