Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტში გაფიცვა გრძელდება


ფოთის პორტში მეოთხე დღეა გრძელდება გაფიცვა - საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პარალიზებულია პორტის 70%. გაფიცულები კვლავინდებურად მოითხოვენ ხელფასების გაზრდას. საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელფასების ზრდის პირობა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს და ისიც სიტყვიერად, ამიტომ მათაც უარი თქვეს შეთავაზებაზე. გაფიცულები პორტის ხელმძღვანელებს მოუწოდებენ კონსტრუქციული დიალოგისკენ. ფოთის პორტში 1 ნოემბერს გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა. ამ დრომდე არ მუშაობენ სანავსადგურო ფლოტის, რეზერვისტთა ჯგუფების თანამშრომლები და მეამწეები.
XS
SM
MD
LG