Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ქსნის ციხეში სპეცრაზმის შეყვანას


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს ცნობას ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტის მცდელობის და იქ სპეცრაზმის შეყვანის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია, რომელსაც ვინმე შესაძლოა, ციხის შიგნიდან ავრცელებდეს. საპყრობილესთან დღეს შეიკრიბნენ პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტელეფონით შეატყობინეს ქსნის საპყრობილეში მძიმე ვითარებისა და სპეცრაზმის შესაძლო შეყვანის შესახებ.
XS
SM
MD
LG