Accessibility links

დავით უსუფაშვილი გადადგება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის პოსტიდან


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გადადგება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის პოსტიდან. უსუფაშვილის განმარტებით, მას კანონი არ ავალდებულებს პარტიული თანამდებობის დატოვებას, მაგრამ ერთმანეთთან რეალურად შეუთავსებელია პარტიის თავმჯდომარის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტები, მძიმე სამუშაო რეჟიმის გამო. როგორც უსუფაშვილი ამბობს, რესპუბლიკური პარტია ჩაატარებს ყრილობას, რომელზეც მიიღებენ გადაწყვეტილებებს საკადრო ცვლილებებში. თვით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი დარჩება.
XS
SM
MD
LG