Accessibility links

logo-print

პალესტინელების პრეზიდენტი ამბობს, რომ არ შეუცვლია პოზიცია ლტოლვილების საკითხში


პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, მისივე თქმით, კვლავაც ფიქრობს, რომ პალესტინელებს აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ისრაელს ეკუთნვის. განცხადება, რომ ამ საკითხში პოზიცია არ შეუცვლია. აბასმა გააკეთა ეგვიპტის ტელევიზიასთან შაბათს საღამოს ინტერვიუში მას შემდეგ, რაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა ისრაელის ტელევიზიასთან საუბარში 2 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ მას, მაჰმუდ აბასს აქვს თავისი მშობლიური ქალაქის, ისრაელში მდებარე საფედის ნახვის და არა იქ ცხოვრების უფლება. მაგრამ 3 ნოემბერს ეგვიპტის ტელევიზიასთან საუბარში, აბასმა განაცხადა, რომ კვლავაც მოითხოვს პალესტინელი ლტოლვილების საკითხის სამართლიანად მოგვარებას, გაეროს 194-ე რეზოლუციის შესაბამისად.
XS
SM
MD
LG