Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოხდა შეტაკება ნეონაცისტებსა და ანტიფაშისტებს შორის


მოსკოვში რამდენიმე ადამიანი დაშავდა ნაციონალისტებსა და ანტიფაშისტებს შორის შეტაკების შედეგად. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მემარცხენე აქტივისტები აცხადებენ, რომ მეტროს ერთ-ერთ გაჩერებასთან რამდენიმე ათეული ნეონაცისტი თავს დაესხა ანტიფაშისტებს, რომლებიც მიემართებოდნენ მიტინგზე პოლიტპატიმრების მიმართ მხარდაჭერის გამოსათქმელად. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი" სამართალდამცველებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩხუბში მონაწილეობდა არანაკლებ 100 ადამიანისა. ამასთან, არავინ დაუკავებიათ. აქტივისტების ცნობით, საავადმყოფოში მოათავსეს რამდენიმე ანტიფაშისტი. 4 ნოემბერს რუსეთში აღნიშნავენ „სახალხო ერთობის დღეს“, რომელსაც ოფიციალურ ღონისძიებებთან ერთად ეძღვნება ნაციონალისტების აქციები - „რუსული მარშები“.
XS
SM
MD
LG