Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიციამ შესაძლოა, არ ცნოს არჩევნების შედეგი


უკრაინაში ოპოზიციამ შესაძლოა, არ ცნოს ერთი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ოპოზიციურ ბლოკ „ბატკივშჩინას“ (მამულის) ერთ-ერთი ლიდერის, ანატოლი გრიცენკოს განცხადებით, ამ საკითხს განიხილავენ გაერთიანებული ოპოზიციის ყრილობაზე, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ ოპოზიციონერები უარს იტყვიან არჩევნების შედეგად მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე კენჭისყრის, მათი აზრით, გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები. ხმების 99,9%-ის დათვლის საფუძველზე აცხადებენ, რომ მმართველ “რეგიონების პარტიას" ერგო 30%, ხოლო „ბატკივშჩინას“ 25%-ზე მეტი. პარლამენტში შევა კიდევ სამი პარტია.
XS
SM
MD
LG