Accessibility links

logo-print

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირი ამოიკერა 15-მა პატიმარმა


ცნობების თანახმად, ქსნის სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში პირი ამოიკერა 15-მა პატიმარმა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაზე დაყრდნობით. ლორთქიფანიძე სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში იყო შესული, რის შემდეგაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ითხოვენ, თანამდებობებს ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც მხილებული არიან პატიმრების წამებაში, ცემასა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში. ლორთქიფანიძის ცნობით, ხვალიდან დაიწყება იმ პატიმრების გამოკითხვა, რომლებიც ითხოვენ კონკრეტული თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ლორთქიფანიძემ მოუწოდა პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ნუ აჰყვებიან პანიკას, რადგან მათ მიიღეს პირობა, რომ დაწესებულებაში არ შევა სპეცდანიშნულების რაზმი. ქსნის საპატიმროსთან კვირას დილიდანვე შეიკრიბნენ პატიმართა ახლობლები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ტელეფონით შეატყობინეს ციხეში მძიმე ვითარებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ.
XS
SM
MD
LG