Accessibility links

პუტინმა მონაწილეობა მიიღო "სახალხო ერთობის დღისადმი" მიძღვნილ ცერემონიაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყვავილების გვირგვინით შეამკო მონუმენტი მოსკოვში, "სახალხო ერთობის დღის" აღსანიშნავად. პუტინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთში გასულ კვირაში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ პრეზიდენტი ავადმყოფობს. ბოლო კვირების განმავლობაში მან გააუქმა რამდენიმე ვიზიტი უცხოეთში. პრეზიდენტის პრესმდივანმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ პუტინს ზურგის არეში კუნთი დაეჭიმა, თუმცა პრესმდივანმა უარყო პრესაში გავრცელებული ვერსია, რომ პრეზიდენტი დაშავდა სექტემბრის დასაწყისში, წეროებთან ერთად მათი ბელადის რანგში ფრენისას. დელტაპლანით ასეთი ფრენა შესრულდა პროექტისთვის, რომელიც ემსახურება იშვიათი ჯიშის ფრინველების გადარჩენას. პუტინი წინ უძღოდა ინკუბატორში გამოზრდილ წეროებს.
XS
SM
MD
LG