Accessibility links

logo-print

იტალიის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად ეწვია ავღანეთს


იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი კვირას მოულოდნელად ეწვია ავღანეთს და მოინახულა იტალიელი სამხედროები, რომლებიც მსახურობენ უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში. ისინი განთავსებული არიან დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში. იტალიელ ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ, მონტი გაემგზავრა ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოსალაპარაკებლად. ავღანეთში იტალია წარმოდგენილია 3500-მდე ჯარისკაცით და მომავალი წლის ბოლომდე აპირებს მათ გაყვანას, ისევე როგორც კოალიციის წევრი სხვა ქვეყნები. მონტიმ კვირას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ამ თარიღის შემდეგაც გაგრძელდეს ავღანეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ურთიერთობა, თუმცა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და არა სამხედრო დახმარებაზე. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის მონაცემებით, ავღანეთში 11 წლის წინ დაწყებულ ომში დაღუპულია 52 იტალიელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG