Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვმა სირიის საკითხზე მოლაპარაკებები გამართა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კაიროში მოლაპარაკებები გამართა სირიის საკითხზე. ლავროვი შეხვდა არაბთა ლიგის ხელმძღვანელ ნაბილ ელარაბის და გაეროსა და არაბთა ლიგის მედიატორს სირიის კონფლიქტში ლახდარ ბრაჰიმის. ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, ლავროვმა სირიაში დაპირისპირებული მხარეების ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე დათანხმების საჭიროებაზე ილაპარაკა. ლავროვის აზრით, მნიშვნელოვანია არა გაეროს რეზოლუციები, არამედ მხარეების ცეცხლის შეწყვეტისკენ ერთსულოვანი მოწოდება.
XS
SM
MD
LG