Accessibility links

logo-print

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა. პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატ მიტ რომნის პოზიციები ახლო-ახლოს არის ერთმანეთთან. ობამას მცირედი უპირატესობა აქვს ე.წ. ”მოყოყმანე შტატების” ნაწილში. ვარაუდობენ, რომ სწორედ ”მოყოყმანე შტატების” შედეგები განსაზღვრავს აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ვინაობას 6 ნოემბრის არჩევნებში. კვირას ნიუ ჰემპშირში ყოფნისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს რეალური ცვლილებებისთვის. მიტ რომნიმ კი ოჰაიოში შეკრებილ ამომრჩევლებს განუცხადა, რომ ობამას მცირედი მიღწევები ჰქონდა და არ იმსახურებს მეორე ვადით არჩევას.
XS
SM
MD
LG