Accessibility links

logo-print

ირანმა სპარსეთის ყურეში მორიგი სამხედრო ბაზა გახსნა


კვირას სპარსეთის ყურეში, სადაო კუნძულების არეალში საზეიმოდ გაიხსნა ირანის მორიგი სამხედრო-საზღვაო ბაზა. სპარსეთის ყურეში მდებარე სამ კუნძულზე, რომელიც ორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს, პრეტენზიას აცხადებს არაბთა გაერთიანებული საამიროები. სწორედ ამ სრუტის გავლით ხორციელდება მსოფლიო ნავთობის 20 პროცენტის ტრანსპორტირება. ირანის ახალი ბაზა რიგით მეხუთეა სპარსეთის ყურეში. ირანმა ჯერ კიდევ 1971 წელს, რეგიონიდან ბრიტანეთის სამხედროების გასვლის შემდეგ, დაამყარა კონტროლი სპარსეთის ყურის ორ კუნძულზე.
XS
SM
MD
LG