Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაოსში იმართება ევროკავშირისა და აზიის ეკონომიკური სამიტი


ლაოსში იმართება ევროკავშირისა და აზიის ორღდიანი ეკონომიკური სამიტი - აზია-ევროპის შეხვედრად წოდებული პროცესის რიგით მეცხრე შეკრება, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორ რეგიონს შორის სავაჭრო ურთიერთობას ამჟამინდელ, მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში. სამიტი გახსნეს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოების ასოციაციის (აზეანის) გენერალურმა მდივანმა სურინ პიცუვანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ. შეკრებილებს შორის არიან რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. დისკუსიები იმართება საკითხებზე, როგორიც არის ევროკავშირში ვალებით გამოწვეული კრიზისი და ეკონომიკის ზრდის შენელება ჩინეთსა და ინდოეთში. აზია-ევროპის შეხვედრა მიჩნეულია დიალოგისა და თანამშრომლობისათვის შექმნილ არაფორმალურ პროცესად, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის 27 სახელმწიფო და აზეანის წევრი 19 ქვეყანა.
XS
SM
MD
LG