Accessibility links

logo-print

კიევში ოპოზიცია აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს


კიევში იმართება ოპოზიციური პარტიების აქცია გასული თვის საპარლამენტო არჩევნების, ოპოზიციონერების შეფასებით, გაყალბების გასაპროტესტებლად. ათასამდე აქტივისტი შეიკრიბა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტაბბინასთან. ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ბლოკი „ბატკივშჩინა“, რომლის ლიდერიც არის პატიმრობაში მყოფი იული ტიმოშენკო და პარტია „უდარი“, რომელსაც ხელმძღვანელობს კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ვიტალი კლიჩკო, იმუქრებიან, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ახლად არჩეულ პარლამენტს. არჩევნების თითქმის ყველა ხმის დათვლის შედეგებით, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიამ“ და მისმა მოკავშირეებმა, როგორც ჩანს უმრავლესობა მოიპოვეს 450-ადგილიან პარლამენტში. ეუთოს მეთვალყურეების შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი უკრაინის დემოკრატიისათვის.
XS
SM
MD
LG