Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი და აშშ არ აწარმოებენ საიდუმლო მოლაპარაკებას სირიაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს არასოდეს ჰქონიათ საიდუმლო მოლაპარაკება სირიაში რეჟიმის შეცვალზე. ამ საკითხზე ლავროვმა ისაუბრა კაიროში, სირიის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ არასოდეს ვაწარმოებთ ვინმესთან საიდუმლო მოლაპარაკებას მესამე ქვეყნის ბედზე. და ჩვენ არ გვქონია საიდუმლო კონტაქტები არც ამერიკელებთან, არც ვინმე სხვასთან ბაშარ ალ-ასადის ბედზე გასარიგებლად“, განაცხადა ლავროვმა. კაიროში მისი ვიზიტი ემსახურება ძალისხმევას სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. რუსი მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვი ემხრობა კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკების გზით - ჟენევის დეკლარაცის მიხედვით. ივნისში მიღებული დეკლარაცია ითვალისწინებს სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას. დღეს ლავროვმა დასავლეთი დაადანაშაულა სირიის კონფლიქტის გახანგრძლივებაში, ოპოზიციის მხარდაჭერის გამო.
XS
SM
MD
LG