Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აფეთქებამ შეიწირა 50 ჯარისკაცი


სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა მთავრობის, სულ ცოტა, 50 ჯარისკაცი. ამ წყაროს ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰამის პროვინციაში. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ალ-ყაიდის მოკავშირე მეამბოხეების ჯგუფის წევრმა თავი აიფეთქა სამხედრო ობიექტთან. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება აგრეთვე დამასკში კვირას ღამით დაწყებული შეტაკებების შესახებ. ხოლო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში, უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ ცოტა, 20 მეამბოხე დაიღუპა საჰაერო დარტყმის შედეგად.
XS
SM
MD
LG