Accessibility links

logo-print

უკრაინაში ოპოზიცია მართავს „უვადო“ საპროტესტო აქციას


უკრაინაში ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად მიმდინარეობს „უვადო“ აქცია კიევში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. ცესკო-ს შენობასთან რჩება რამდენიმე ასეული აქტივისტი. ოფიციალური პირების განცხადებით, მათ აქციას არ დაშლიან, თუ არ იქნება „პროვოკაციები“. მიტინგზე კიევში დღეს ოპოზიციურ ბლოკ „ბატკივშჩინის“ ლიდერმა არსენი იაცენიუკმა და პარტია „უდარის“ თავმჯდომარე ვიტალი კლიჩკომ მოითხოვს საპარლამენტო არჩევნების ხმების ხელახლა დათვლა. „ბატკივშჩინა“ მოითხოვს აგრეთვე ოპოზიციონერების გამარჯვების აღიარებას დამატებით, სულ ცოტა, 13 მაჟორიტარულ ოლქში. მიუხედავად იმისა, რომ კვირაზე მეტია გასული უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო შედეგები. წინასწარი მონაცემებით, პარტიული სიებით ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტი ხმა ერგოთ, ვიდრე მმართველ „რეგიონების პარტიას“. მაგრამ „რეგიონების პარტია“ მეტოქეებს ჯობნის მაჟორიტარულ ოლქებში წარმატებით.
XS
SM
MD
LG