Accessibility links

logo-print

დამასკში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა


სულ მცირე 11 კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, დამასკის აღმოსავლეთ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის თაობაზე ინფორმაციას სახელმწიფო ტელევიზიაც ადასტურებს და ოპოზიციონერი აქტივისტებიც. პასუხისმგებლობა ამ მეორე აფეთქებაზე აჯანყებულმა ისლამისტებმა აიღეს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს წარმოადგენენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგული სამხედროები და პოლიციელები. ორშაბათს მეორე ისლამისტურმა დაჯგუფებამ მოაწყო ტერაქტი, რომელიც ჰამას პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა მთავრობის, სულ ცოტა, 50 ჯარისკაცი. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება აგრეთვე დამასკში კვირას ღამით დაწყებული შეტაკებების შესახებ. ხოლო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში, უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ ცოტა, 20 მეამბოხე დაიღუპა საჰაერო დარტყმის შედეგად.
XS
SM
MD
LG