Accessibility links

აშშ-მა ტერორისტთა სიაში „ჰაყანის“ ლიდერი შეიტანა


პაკისტანში არსებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰაყანის ერთ-ერთი ლიდერი კარი ზაქირი აშშ-მა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიტანა. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ზაქირის წინააღმდეგ დაწესდება ფინანსური სანქციები, „გაიყინება“ მისი ყველა შესაძლო ანგარიში ამერიკის ბანკებში და აიკრძალება ნებისმიერი ტრანზაქცია მისი მონაწილეობით. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით კარი ზაქირი „ჰაყანში“ ითვლება მთავარ მოქმედ პირად, რომელიც თვითმკვლელების მონაწილეობით მოწყობილი ტერაქტების ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი. ვაშინგტონი, რომელმაც „ჰაყანის“ დაჯგუფება საერთაშორისო ტერორისტების ‘შავ სიაში“ შეიტანა, დაჯგუფებას ნატოს სამხედრო მოსამსახურეებზე ავღანეთში მომხდარ მრავალ თავდასხმაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG