Accessibility links

ქსნის ციხის დირექტორმა გადადგომა გადაიფიქრა.


ქსნის ნომერი 15 დაწესებულების დირექტორმა ნუკრი ხუხუამ თანამდებობიდან წასვლა გადაიფიქრა. გუშინ მან განაცხადა, რომ გადადგებოდა, დღეს კი ხუხუამ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ არ სურს ვინმემ იფიქროს, რომ რამეშია დამნაშავეა და ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს , რაც დაწესებულებაში მომუშავე გენერალური ინსპექცია პატიმრების ბრალდებებზე მოკვლევებს დაასრულებს. ”დაველოდები გენინსპექციის მუშაობის დასრულებას. დაწერილი პატაკი კი მაგიდაზე მიდევს", - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.
XS
SM
MD
LG