Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში გაზეთის რედაქტორი დაითხოვეს კაჩინსკის სიკვდილთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო


პოლონეთის გავლენიან გაზეთ ”ჟეჩპოსპოლიტის" მთავარი რედაქტორი და კიდევ სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი გახდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც 2010 წელს სმოლენსკთან ჩამოვარდნილი საპრეზიდენტო თვითმფრინავის ნამსხვრევებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო და შემდეგ გაზეთმაც აღიარა, რომ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სმოლენსკთან საპრეზიდენტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.
XS
SM
MD
LG