Accessibility links

logo-print

საბერძნეთში დაიწყო საჯარო სექტორში დასაქმებულთა 48-საათიანი გაფიცვა


საბერძნეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და რამდენიმე სხვა სფეროში დაიწყო 48-საათიანი გაფიცვა. საავადმყოფოებში პაციენტებს მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას უწევენ, ხოლო სკოლები და სამთავრობო უწყებები დახურულია. გაფიცვისაკენ მოწოდებით გამოვიდნენ პროფკავშირები, მთავრობის მიერ დაგეგმილი, მომჭირნეობის მკაცრი ზომების გასაპროტესტებლად. საბერძნეთის პარლამენტში ოთხშაბათს გაიმართება კენჭისყრა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტის ხარჯების 13,5 მილიარდი ევროთი შეკვეცას, ისევე როგორც გადასახადების გაზრდას და კომპანიებისათვის თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების გაიოლებას. რეფორმების დამტკიცება და 2013 წლის ბიუჯეტის მიღება არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი საიმისოდ, რომ საბერძნეთს მიაწოდონ მორიგი ტრანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის დახმარების პაკეტიდან.
XS
SM
MD
LG