Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დაითხოვა თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან მოხსნა თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მის ნაცვლად დანიშნა სერგეი შოიგუ, მოსკოვის ოლქის გუბერნატორი. ამ გადაწყვეტილების ფონია სკანდალი სამხედრო ქონების უკანონო გაყიდვაში ბრალდების გარშემო. პუტინმა საკადრო ცვლილების მიზეზი განმარტა დღეს, შოიგუსთან შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიამ აჩვენა. „თქვენ იცით ვითარების შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლოხანს შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს გარშემო. იმისათვის, რომ შეიქმნას ამ სფეროში წამოჭრილი ყველა საკითხის ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელი პირობები, მიღებულია გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის გათავისუფლების შესახებ“, განაცხადა პუტინმა. გასულ კვირაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება სამხედრო ქონების უკანონო გაყიდვის ბრალდებასთან დაკავშირებით. სკანდალის ცენტრში დგას კომპანია „ობორონსერვისი“, რომელსაც გასულ წლამდე ხელმძღვანელობდა ანატოლი სერდიუკოვი.
XS
SM
MD
LG