Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სამხედრო ბაზასთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი


ერაყიდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზასთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაიჭრა 50-ზე მეტი პირი. დაღუპულებს შორის არის რამდენიმე ჯარისკაცი. ერაყში ძალადობამ მკვეთრად იკლო 2006-2007 წლების შემდეგ, მაგრამ მაინც ხშირია თავდასხმები, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. სამშაბათის აფეთქება იყო ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკვე მეორე თავდასხმა, მიმართული ბაღდადის ჩრდილოეთით, ტაჯის რაიონში განთავსებული ჯარისკაცების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG