Accessibility links

logo-print

აშშ-ში დაიწყო, საპრეზიდენტოსთან ერთად, კონგრესის არჩევნებიც


ამერიკელი ამომრჩევლები დღეს ქვეყნის პრეზიდენტის გარდა ირჩევენ შეერთებული შტატების კონგრესის ორი პალატის წევრებსაც - მთელს წარმომადგენელთა პალატას და 100-ადგილიანი სენატის 33 წევრს. წარმომადგენელთა პალატის წევრების არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ხოლო სენატორებს ექვსწლიანი მანდატი აქვს. ორ წელიწადში ერთხელ იმართება არჩევნები მათი მესამედის ვინაობის დასადგენად. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს, ხოლო დემოკრატები - მცირე უპირატესობას სენატში.
XS
SM
MD
LG