Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობიდან გაათავისუფლეს ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი


დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს ნორა კვიციანი - კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის და. როგორც იუწყებიან, ქალთა სასჯელაღსრულების რუსთავში მდებარე #5 დაწესებულებაში გათავისუფლებულ იქნა ხუთი პატიმარი ქალი, მათ შორის ნორა კვიციანი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნორა კვიციანი უდანაშაულო იყო და ტყუილად იხდიდა სასჯელს და რომ მას პასუხი აგებინეს ძმისა და შვილის მაგივრად. სუბარმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ თავის მრჩევლად დანიშნა ჟურნალისტი ლალი მოროშკინა. სუბარის თქმით, ლალი მოროშკინა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურობდა ადამიანის უფლებებისა და პატიმართა საკითხებთან დაკავშირებით და შეუძლია მნიშვნელოვანი რჩევების მიცემა როგორც მინისტრისთვის, ასევე სამინისტროს აპარატისთვის.
XS
SM
MD
LG