Accessibility links

ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, განიხილონ ხმების დათვლის შესახებ საჩივრები


ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, შესწავლილ იქნეს ბრალდებები, რომლებსაც ოპოზიცია გამოთქვამს გასული თვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოჩიანჩიჩმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდებს ამ საკითხის განხილვისაკენ. უკრაინაში ოპოზიცია მოთხოვს ბიულეტენების ხელახლა დათვლას 13 საარჩევნო ოლქში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამ ოპოზიციას შესთავაზა ხუთ ოლქში არჩევნების განმეორებით ჩატარება, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა უარყო ეს წინადადება და განაცხადა, რომ ოპოზიცია ითხოვს ხმების ხელახლა დათვლას და არა განმეორებით კენჭისყრას. ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადანაშაულებს 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის სასარგებლოდ.
XS
SM
MD
LG