Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გაიმართა აქციები მომჭირნეობის ზომების გასაპროტესტებლად


საბერძნეთის ქალაქებში გაიმართა აქციები მომჭირნეობის ახალი, მკაცრი ზომების შემცველი გეგმის გასაპროტესტებლად. საბერძნეთის პარლამენტში ოთხშაბათს გაიმართება კენჭისყრა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტის ხარჯების 13,5 მილიარდი ევროთი შეკვეცას, ისევე როგორც გადასახადების გაზრდას და კომპანიებისათვის თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების გაადვილებას. ათენში, პროფკავშირების მიერ მოწყობილ ორ სხვადასხვა აქციაში მონაწილეობდა 35 ათასზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციები მოეწყო საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც. მათი ფონია 48-საათიანი გაფიცვა, რომელიც სამშაბათს დილას დაიწყეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ჯანდაცვის სისტემისა და რამდენიმე სხვა სფეროს თანამშრომლებმა. საავადმყოფოებში პაციენტებს მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას უწევენ, დახურულია სკოლები და სამთავრობო უწყებები. საბერძნეთში რეფორმების დამტკიცება და 2013 წლის ბიუჯეტის მიღება არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი საიმისოდ, რომ ამ ქვეყანას მიაწოდონ მორიგი ტრანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის დახმარების პაკეტიდან.
XS
SM
MD
LG