Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები


შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის. ხმის მისაცემად, რომნი მივიდა საარჩევნო უბანზე მშობლიურ მასაჩუსეტსის შტატში, ობამამ კი ისარგებლა ხმის ადრე მიცემის უფლებით და თავისი არჩევანი გააკეთა ჯერ კიდევ გასულ თვეში, ილიონისის შტატში ვიზიტისას. მოსალოდნელია, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები, თბილისის დროით, ხვალ დილით გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG