Accessibility links

ბარაკ ობამა არჩევნების დღეს ჩიკაგოში მცირე ხნით შეჩერდა


აშშ-ი მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები. მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც მეორედ ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, საარჩევნო კამპანია დაასრულა აიოვას შტატის ქალაქ დე მოინში. სწორედ ამ შტატში დაიწყო 2007 წელს საპრეზიდენტო პოსტისათვის ბრძოლა დემოკრატიული პარტიის პრაიმერში. 6 ნოემბერს კი ბარაკ ობამამ დაუგეგმავი შეჩერება განახორციელა ჩიკაგოში, სადაც დემოკრატების პატარა საარჩევნო ოფისი მდებარეობს. „მსურს მხოლოდ მადლობა გადავუხადო ამერიკელებს. ჩემთვის დიდი ოპტიმიზმის წყაროა მათი დამოკიდებულება, რადგან მჯერა მათი წესიერების, სიბრძნისა უბრალო ხალხის, რომლებიც ბევრს მუშაობენ და ყველა ძალებით ცდილობენ დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას წინსვლისათვის,“- განაცხადა ობამამ. მისმა მეტოქემ მიტ რომნიმ, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამპანია დაასრულა ოჰაიოს შტატში, სადაც ყველაზე მწვავე ბრძოლაა მოსალოდნელი. საერთონაციონალური გამოკითხვით, ობამას და რომნის ამომრჩეველთა თითქმის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს. მაგრამ ე.წ. მოყოყმანე შტატებში, რომლებზეც არის დამოკიდებული არჩევნების ბედი, მცირედი უპირატესობა მოქმედ პრეზიდენტს აქვს.
XS
SM
MD
LG