Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება


საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიას დაკითხვის პროცესი დაიწყო. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებებს ადვოკატი დავით დეკანოიძე იცავს. ბაჩო ახალაია პროკურატურაში მოწმის სახით არის გამოძახებული. როგორც საქართველოს მთავრმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“ და ამ გამოძიების ფარგლებში, როგორც მოწმეს, შეტყობინება გაეგზავნა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. პროკურატურის შენობასთან ამ დრომდე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და სხვები. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ახალაიას დაკითხვაზე გამოძახებას „პოლიტიკური შურისძიება“ უწოდა პარლამენტის უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. „ყველაზე მეტად ამას ვუკავშირებ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას სამარცხვინო დამარცხებას ზუგდიდში. ესაა პოლიტიკური შურისძიება იმისთვის, რომ იქ ხალხმა აირჩია ბატონი როლანდ ახალაია”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში საუბრისას. უცნობია, გამოიყენებს თუ არა ბაჩო ახალიას მიმართა გამოძიება აღკვეთის ღონისძიებას.
XS
SM
MD
LG