Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ–ის ტელეკომპანიები გამარჯვებას ბარაკ ობამას უწინასწარმეტყველებენ


წამყვანი ამერიკული ტელეკომპანიები, ხმების დათვლის პროცესის მიმდინარეობის ფონზე ვარაუდობენ, რომ აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არჩევნებში წარმატება მოიპოვა და მეორედ არის არჩეული პრეზიდენტის პოსტზე. ბოლო ინფორმაციით, ობამამ ამომრჩეველთა კოლეგიაში ობამამ მოიპოვა 290 ხმა, მისმა მეტოქემ კი – 203 ხმა. გმაარჯვებისთვის საკმარისი იყო 270 ხმის მოპოვება. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ობამამ გამარჯვება მოიპოვა რამდენიმე ე.წ. "მოყოყმანე შტატში", მათ შორის – ოჰაიოში, აიოვაში, მიჩგანში, ნიუ ჰემპშირში, პენსილვანიასა და ვისკონსინში. ამჟამად საარჩევნო უბნები დახურულია მთელს აშშ–ში, ალიასკის გარდა.
XS
SM
MD
LG