Accessibility links

logo-print

ობამას გამარჯვებას ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, ვინც მიესალმა ბარაკ ობამას წარმატებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. კამერონმა Twitter-ზე ობამას ”მეგობარი” უწოდა და რომ მოუთმენლად ელის მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას. ბრიუსელში ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე აგრეთვე Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს და აღნიშნა, რომ ის ”ძალიან ბედნიერია” ობამას მეორედ არჩევის გამო. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ”გულთბილად” მიულოცა ობამას გამარჯვება და შეაქო მისი ”გამორჩეული ლიდერობა” ევროატლანტიკური კავშირის შენარჩუნების საქმეში. მოსკოვში, რუსეთის დუმის წევრებიც მიესალმნენ ობამას მეორე ვადით არჩევას და რუსეთისთვის ”უკეთესი ვარიანტი” უწოდეს. რუსმა კანონმდებლებმა გამოხატეს იმედი, რომ ამერიკის ლიდერი გააგრძელებს ”გადატვირთვის” პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG