Accessibility links

logo-print

თვითმკვლელმა მოიერიშემ ავღანეთის პოლიციის მაღალჩინოსანი მოკლა


პოლიციის მაღალი რანგის გამომძიებელი და კიდევ სულ მცირე სამი პოლიციის ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთს ქალაქ ფეშავარში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, აფეთქების დროს, რომელიც ქისა ხვანი ბაზაარის ხალხმრავალ ადგილზე მოეწყო პოლიციის მაღალჩინოსანი ჰილალ ჰაიდერი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელმა, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, თავი პოლიციის შენობის წინ მდგარ ჰაიდერი მანქანასთან აიფეთქა თავი. ფეშავარში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესანულა ეჰსანმა ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს ტელეფონით დაუდასტურა.
XS
SM
MD
LG