Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი უწოდა


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას თვალ-ყურს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ადევნებდნენ აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული საარჩევნო წვეულების მონაწილენი. მას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, აშშ-ს საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
XS
SM
MD
LG