Accessibility links

მინსკში თავს დაესხნენ ლიტვის საელჩოს


რამდენიმე უცნობმა პირმა „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა ლიტვის საელჩოს მინსკში. შემთხვევა სამშაბათს ღამით მოხდა. ლიტვის ელჩის ლინას ლინკევიჩუსის თქმით, „სრულიად შემთხვევითობის წყალობით შენობა გადაურჩა დაზიანებას, რომელიც შეიძლებოდა, რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყო.“ ლიტვასა და ბელორუსიას ერთმანეთთან რთული დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ. ბოლოს მინსკსა და ვილნიუს შორის ივლისში დაიძაბა ურთიერთობა, ე.წ. სათამაშო დათუნების“ სკანდალის გამო. მინსკის ბრალდებით, შვედურმა თვითმფრინავმა, რომელიც ლიტვის ნებართვით შეფრინდა ბელორუსიის ტერიტორიაზე, ივლისში 4 სათამაშო დათუნა ჩამოყარა. სათამაშოებზე მიმაგრებული იყო ბელორუსიის ოპოზიციის მხარდამჭერი ტექსტი.
XS
SM
MD
LG