Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება დაიწყო


შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება დაიწყო. მისმა გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღემდე საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო ორგანო შემოწმებაზე არ შესულა და შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება შეკითხვებს უჩენს. "ბევრ კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე საათში მოვიდა ათეულობით ოფიცერი, რომლებმაც თქვეს, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა, თუმცა მსგავსი გეგმა არ არსებობს”, - განაცხადა ჭანტურიამ. მისივე თქმით, შემოწმებაში პრობლემას ვერ ხედავს და თანამშრომლებს დაავალა, რომ პროცესს ხელი მაქსიმალურად შეუწყონ. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვერ შეასრულებს რევიზორების თხოვნას, რომ ამ პროცესს კამერები მოარიდონ. ჭანტურიამ სიმბოლური უწოდა იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება სწორედ 7 ნოემბერს დაიწყო და 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" განვითარებული მოვლენები გაიხსენა. "შეგიძლიათ ხუმრობად ჩამითვალოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სიმბოლურია და ასევე მიმაჩნია, რომ ძველ და ახალ ხელისუფლებას არ გაუჭირდება შეთანხმება იმ საკითხზე, რომ 7 ნოემბერი ტელევიზიებში შესვლის ეროვნულ დღედ აქციონ”, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
XS
SM
MD
LG