Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: შეიარაღებული ძალები ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას


თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ - განაცხადა დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავების გამო განცხადებები გამოძიების პრეროგატივაა. ”ყველა ადამიანი უდანაშაულოა, სანამ მისი ბრალი სასამართლოში არ დამტკიცდება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმპციას”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელიც დღეს დილით შეხვდა შეიარაღებული ძალების სარდლობას. დღესვე თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ჟურნალისტებს აცნობა, რომ გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ დაინიშნება.
XS
SM
MD
LG