Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანაში კანონმა უნდა იბატონოს


ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა და სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს და არც ამ პროცესში მონაწილეობდა, თუმცა გამოძიებას თვალ-ყურს აუცილებლად მიადევნებს. "ქვეყანაში კანონმა უნდა იბატონოს და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, თუ ძალამ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG