Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში მნიშვნელოვან კენჭისყრას აქციების ფონზე ელოდებიან


საბერძნეთის პარლამენტში ოთხშაბათს იმართება კენჭისყრა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტის ხარჯების 13,5 მილიარდი ევროთი შეკვეცას, ისევე როგორც გადასახადების გაზრდას და კომპანიებისათვის თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების გაადვილებას. პარალელურად საბერძნეთის ქალაქებში გრძელდება აქციები მომჭირნეობის ახალი, მკაცრი ზომების შემცველი გეგმის გასაპროტესტებლად. ათენში, პროფკავშირების მიერ მოწყობილ ორ სხვადასხვა აქციაში მეორე დრეა მონაწილეობს ათეულ ათასობით ადამიანი. საპროტესტო აქციები მოეწყო საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც. მათი ფონია 48-საათიანი გაფიცვა, რომელიც სამშაბათს დილას დაიწყეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ჯანდაცვის სისტემისა და რამდენიმე სხვა სფეროს თანამშრომლებმა. საბერძნეთში რეფორმების დამტკიცება და 2013 წლის ბიუჯეტის მიღება არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი საიმისოდ, რომ ამ ქვეყანას მიაწოდონ მორიგი ტრანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის დახმარების პაკეტიდან.
XS
SM
MD
LG