Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები შეხვდნენ ახალაიას, კალანდაძესა და შამათავას


შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და სამხედრო მაღალჩინოსნები გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათ დღეს შეხვდნენ ადვოკატები, რომელთა ინფორმაციით, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი დავით დეკანოიძე "ქართული ოცნების" წევრია. თავად დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადვოკატის საქმიანობაში "ქართული ოცნების" წევრობა ხელს არ უშლის. ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მომხდარისთვის პასუხისმგებლობა დააკისრეს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას. დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა საქართველოს ახალ ხელისუფლებას ახალაიას სახით პირველი პოლიტპატიმარი "მიულოცა".
XS
SM
MD
LG