Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გენერალთა კლუბი“ კალანდაძის დაკავებას არ მიიჩნევს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად


საქართველოს "გენერალთა კლუბი" გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ნორმების გამოყენებით გამოიძიოს მისი საქმე. ამასთან "გენერალთა კლუბი", რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში არმიიდან დათხოვილ მაღალი რანგის ათეულობით ოფიცერსა და სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს, გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ განიხილავს. „წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ოფიცრები და გენერლები იყვნენ დევნის ობიექტები. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება სახელმწიფოებრივად მიუდგება ამ პროცესს, რათა უმაღლესი სამხედრო წოდების – გენერლის სტატუსმა და პრესტიჟმა არ განიცადოს დევალვაცია", - ნათქვამია „გენერალთა კლუბის“ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG