Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონაში მოელიან ნავარაუდევზე უფრო სუსტ ეკონომიკურ ზრდას


ევროკომისიის შეფასებით, ევროზონის ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს, სავარაუდოდ, 0,1%-ზე მეტი არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ მოელიან გაცილებით უფრო სუსტ მაჩვენებლებს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ექვსი თვის წინ ევროკომისია აცხადებდა, რომ 2013 წლისთვის მოელოდა ეკონომიკის 1%-იან ზრდას ევროზონაში. ევროკავშირის ამ ნაწილში, სადაც ვალუტად ევროს იყენებენ, როგორც ცნობილია, მძიმე ვითარებაა ვალებით გამოწვეული კრიზისის გამო. თუმცა, კრიზისის ეპიცენტრში მყოფი საბერძნეთის შემთხვევაში ევროკომისია მოელის უფრო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, ვიდრე თვით ათენში ვარაუდობენ. ბრიუსელში გამოთქმული ვარაუდით, საბერძნეთი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული დეფოლტის თავიდან ასაცილებლად, 2014 წელს თავს დააღწევს შვიდწლიან რეცესიას.
XS
SM
MD
LG