Accessibility links

logo-print

თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ.


დღეს თბილისის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი გაიფიცა. თბილისში არც ერთი ავტობუსი არ დადის. მძღოლებმა 17-პუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელშიც, ძირითადად შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებაზეა ლაპარაკი. თავდაპირველად გაფიცვას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა, თუმცა მძღოლების თქმით, ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი პირობები არ დაკმაყოფილდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტობუსების მძღოლების ხელფასების გაორმაგება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან კომპანიას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია. მისივე თქმით, პირველი ივლისიდან სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, მათ შორის მძღოლებს ხელფასები მოემატა.
XS
SM
MD
LG