Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვატემალაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა


გვატემალის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 39 და დაშავდა 155 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ოტო პერეს მოლინამ განაცხადა, რომელმაც ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონები მოინახულა. მისივე ცნობით, მექსიკის საზღვართან დაინგრა 130-მდე სახლი. დაზარალებულთათვის გაიხსნა 11 თავშესაფარი. სპეციალისტები ლოკალური ცუნამის საშიშროებაზე ლაპარაკობენ. მიწისძვრის მაგნიტუდა 7,4-ს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG