Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში გაიხსნა კომუნისტური პარტიის ყრილობა


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ კომუნისტური პარტიის ყრილობა გახსნა მოწოდებით, გაძლიერდეს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. „კორუფციასთან ბძროლა და პატიოსანი, სუფთა მთავრობის შექმნა არის მკაფიო პოზიცია, რომელსაც პარტია ერთგულებს და არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ხალხის ყურადღებას იქცევს. თუ კარგად არ ვიზრუნებთ კორუფციის პრობლემის მოგვარებაზე, ამას შესაძლოა, საბედისწერო შედეგები მოჰყვეს პარტიისათვის და შესაძლოა მოჰყვეს პარტიის დაშლა და სახელმწიფოს დაშლაც კი“, განაცხადა ჰუ ძინტაომ. კომუნისტების ერთკვირიან ყრილობაზე, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება, ამჯერად აირჩევენ პარტიისა და ქვეყნის ახალ ლიდერებს. მოსალოდნელია, რომ ჰუ ძინტაოს შეცვლის მისი მოადგილე სი ძინპინი - ჯერ პარტიის ლიდერის, ხოლო მოგვიანებით, მარტში პრეზიდენტის პოსტზეც. შეიცვლება პრემიერ-მინისტრიც. ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დაინიშნება ამჟამინდელი ვიცე-პრემიერი ლი კეციანი. კომუნისტური პარტიის ყრილობის ფონია მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილება კორუფციით, რომელიც ბევრის აზრით არის გავრცელებული ჩინეთის მმართველ წრეებში. უცხოეთის მედიაში ბოლოხანს იუწყებოდნენ, რომ პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს ოჯახმა დიდი ქონება დააგროვა.
XS
SM
MD
LG