Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ობამასაგან მოელის უფრო მოქნილ პოზიციას ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში


რუსეთის ვიცეპრემიერის, დმიტრი როგოზინის განცხადებით, მოსკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან, მისი მეორე ვადით არჩვევის შემდეგ, მოელის უფრო მოქნილ პოზიციას ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების საკითხში. ბარაკ ობამამ წელს მარტში, რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხში მოქმედების მეტი თავისუფლება ექნება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. დღეს როგოზინმა განაცხადა, რომ მოსკოვისათვის საკმარისი არ არის „სიტყვები“. მოსკოვი არ კმაყოფილდება ვაშინგტონის განცხადებით, რომ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმა ემსახურება ირანიდან პოტენციური საფრთხის მოგერიებას და ის არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG