Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმებმა შეიწირა 18 ადამიანი


ავღანეთში თავდასხმებმა შეიწირა, სულ ცოტა, 18 ადამიანი. პოლიციის ცნობით, სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ხოლო აღმოსავლეთში მდებარე ლაღმანის პროვინციაში სახმელეთო ნაღმზე აფეთქდა არმიის ბადრაგი. დაიღუპა ხუთი ჯარისკაცი. იუწყებიან ასევე სამხრეთში მდებარე ყანდაარში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე, რომელმაც პოლიციის ბლოკპოსტზე სამი პოლიციელი შეიწირა. ავღანეთში უსაფრთხოებაზე სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას კისრულობენ ავღანეთის ჯარების, ამ ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების 2014 მიწურულამდე გასვლისათვის მზადების ფონზე.
XS
SM
MD
LG