Accessibility links

logo-print

რამდენიმე საათით გაიფიცნენ "თელასის" თანამშრომლები


დღეს რამდენიმე საათით კვლავ გაიფიცნენ თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის "თელასის" თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი კოლეგების დაბრუნებას და მმართველი გუნდის წევრთა გადადგომას მოითხოვდნენ. გაფიცულთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციების შედეგად "თელასის" კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა თანამდებობა დატოვა, კომპანიაში რჩება მისი გუნდი, რომელიც მართვას უსამართლო და უკანონო მეთოდებით განაგრძობს. გაფიცვა მას შემდეგ შეწყდა, რაც "თელასის" გენერალურ დირექტორთან აშოტ მანუკიანთან მოლაპარაკის შემდეგ პროფკავშირების წარმომადგენლებმა თანამშრომლებს აცნობეს, რომ მიღწეულია შეთანხმება "თელასიდან" დათხოვნილი 125 ადამიანის სამსახურში დაბრუნების და მაღალი რგოლის მენეჯერთა გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG